ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინასა სპორტულმა წყვილმა ასპარეზობაში მოკლე პროგრამა მეორე ადგილზე დაასრულა

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 75,46 ქულა დაიმსახურა და მეორე ადგილზე იმყოფება.

სპორტული წყვილი თავისუფალი პროგრამით 16 თებერვალს იასპარეზებს. 17 თებერვალს კი მოკლე პროგრამით ვიხილავთ ფიგურულ მოციგურავე ანასტასია გუბანოვას.

ანასტასია მეტელკინალუკა ბერულავა