არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე „კარატე 1 – ახალგაზრდული ლიგა“ ვერცხლის მედალი ლევან დადეშქელიანმა ( -52 კგ) მოიპოვა.
ფინალი ქართველმა კარატისტმა ყაზახ ნურასილ ნურსეიტთან დათმო. ფინალამდე ლევანმა ბერძენ, მონტენეგროელ, კვიპროსელ და უზბეკ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი ეგვიპტელი კარატისტი დაამარცხა.