ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალი: ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული პავილიონი წარდგება

ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) ეროვნული კინოცენტრი ტრადიციულად წარადგენს საქართველოს ეროვნულ პავილიონს.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოცენტრის დელეგაცია 60-ზე მეტ ინდუსტრიულ შეხვედრას გამართავს. მათ შორის დაგეგმილია მოლაპარაკებები ლოკარნოს, კარლოვი-ვარის, შანხაისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან, ასევე ანესის ანიმაციური ფილმების ფესტივალის ბაზრობის დირექტორთან.

15 თებერვალს, ევროპული კინოს ბაზრობის ფარგლებში, ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის, ახალ სრულმეტრაჟიან ფილმს „მთვარე მამაა ჩემი“ უჩვენეს.