ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ახალგაზრდებს შორის მარიამ მარშავამ ევროპის ჩემპიონობა იზემა. მან სოლო ტურნირის ფინალში, 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში ჩეხი ვიქტორია სინდლეროვა 15:13 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატზე პნევმატიკური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის წყვილმა.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.