ნიკა ეგაძემ ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა

მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ნიკა ეგაძემ იასპარეზა.  თავისუფალ პროგრამაში მან 175,16 ქულა მიიღო, ხოლო ორი პროგრამის ჯამში კი 260,27 ქულა დააგროვა და ოლიმპიადა მეათე ადგილზე დაასრულა.

აღნიშნულ შედეგამდე ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში 85,11 ქულა დააგროვა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში მამაკაცთა კატეგორიაში ოლიმპიური ოქრო ყაზახმა მიხაილ შაიდოროვმა მოიპოვა, ვერცხლი – იაპონელმა იამა კაგიამამ, ბრინჯაო კი იაპონელ სუნ სატოს  ერგო.

 15 თებერვალს უკვე წყვილების მოკლე პროგრამით ყინულზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ვიხილავთ.

ნიკა ეგაძე