ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. შერეულ წყვილთა ტურნირში ახალგაზრდებს შორის პნევმატიკური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის წყვილმა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა წყვილმა ესპანელი დუეტი ანგარიშით 17:9 დაამარცხა.
14 თებერვალს ტურნირის ინდივიდუალურ პირველობაზე მარიამ მარშავა და გიორგი მუმლაძე უკვე ცალ-ცალკე იასპარეზებენ.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.