ანა ბეროშვილი სწავლას Universita Cattolica del Sacro Cuore-ში Corporate Communication & Branding-ის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების პროგრამის კურსდამთავრებული ანა ბეროშვილი სწავლას იტალიაში, Universita Cattolica del Sacro Cuore-ში Corporate Communication & Branding-ის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანამ შეთავაზება მიიღო აგრეთვე KU Leuven-ისა და Sapienza University of Rome-გან. თუმცა საბოლოოდ არჩევანი შეაჩერა Universita Cattolica del Sacro Cuore-ზე, რადგან უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია უფრო მეტად პრაქტიკული გამოცდილების ათვისებაზე და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას იმუშაონ თანამედროვე, პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროექტებზე.