დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ოლიმპიადაზე მეცამეტე ადგილი დაიკავა

მილანში 2026 წლის ოლიმპიადაზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა იასპარეზა.  თავისუფალ ცეკვაში მათ 118.87 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 196.02 ქულა დააგროვეს და ოლიმპიადა მეცამეტე ადგილზე დაასრულეს, რაც ოლიმპიადებზე სპორტული ცეკვების კატეგორიაში საქართველოს მიერ დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.

მანამდე წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,15 ქულა მოაგროვა.

13 თებერვალს თავისუფალი პროგრამით ყინულზე უკვე ნიკა ეგაძეს ვიხილავთ. ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 85,11 ქულა დაიმსახურა და მე-15 ადგილზე იმყოფება.

სპორტული ცეკვების კატეგორიაში ოლიმპიური ოქრო ფრანგმა წყვილმა მოიპოვა, ვერცხლი  აშშ-ს, ბრინჯაო კი კანადას ერგოთ.