გენერალური საკონსულო ესპანეთში ინფორმაციას ავრცელებს:
„ძვირფასო თანამემამულეებო,
2026 წლის 21 თებერვალს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, ვალენსიის რეგიონის ქ. ალიკანტეში მოქალაქეთა საკონსულო მიღება გაიმართება.
გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ საკონსულო მომსახურებას (პასპორტი, პირადობა, ცნობა ნასამართლობის შესახებ, ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ, სხვადასხვა სახის ცნობა, თარგმანი, მოქალაქეობის შენარჩუნება და კონსულტაცია).
მოქალაქეთა მიღების საათები: 10:00 -17:00 საათი;
მისამართი: Calle Jaén 4, Alicante, 03007
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
ელ.ფოსტა: barcelona.con@mfa.gov.ge”, – ნათქვამია ინფორმაციაში.