ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, პარიზში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე „Wine Paris“ ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამდღიან გამოფენაზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის ასეულობით მწარმოებლის ალკოჰოლიანი სასმელებია წარმოდგენილი. გამოფენას, ტრადიციულად, სტუმრობს 50 ათასზე მეტი ვიზიტორი ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან და კანადიდან.
მიმდინარე კვირაში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ცხრა მარანმა საკუთარი პროდუქცია პარიზში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „RAW Wine Paris 2026“ წარმოადგინა.