მილანის 2026 წლის ოლიმპიადაზე მეოთხე საშეჯიბრებო დღეს ფიგურულ ციგურაობაში ინდივიდუალური ასპარეზობები დაიწყო. საქართველოს ნაკრებიდან პირველმა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა იასპარეზა. მათ რიტმულ ცეკვაში 77.15 ქულა მოაგროვეს, მეცამეტე ადგილზე გავიდნენ და თავისუფალ ცეკვაში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
დიანა და გლები თავისუფალ ცეკვაში 11 თებერვალს იასპარეზებენ. 10 თებერვალს კი ყინულზე მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე გამოვა.