ფიგურულ ციგურაობაში მილან-კორტინის 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გუნდურ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა.
გუნდური ტურნირის გამარჯვებული აშშ-ს ნაკრები გახდა, ვერცხლი იაპონიამ მოიპოვა, ბრინჯაოს კი იტალიის ნაკრები დასჯერდა. საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლამდე 4 ქულა დააკლდა.
ფინალში თავისუფალ პროგრამაში ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა 139.70 ქულა დააგროვა, ნიკა ეგაძემ – 154.79, ანასტასია გუბანოვამ – 140.17, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა კი თავისუფალ ცეკვაში 117.82 ქულა.
დღეს, 9 თებერვალს, ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში ინდივიდუალური ასპარეზობები დაიწყება. საქართველოს ნაკრებიდან პირველს ყინულზე რიტმული ცეკვით დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი გამოვა.