პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2025 წლის შედეგების მიხედვით რვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
მსოფლიოში საუკეთესო ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. ეთერ ლიპარტელიანი ასევე საუკეთესო გახდა ნომინაციაში „წლის მოვლენა“.
მესამე ჯილდო – წლის „საუკეთესო სამწვრთნელო გუნდი“ კი, ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელები გახდნენ.