ფილმმა “მეორეხარისხოვანი როლი” როტერდამის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური ჯილდო და FIPRESCI-ის ჯილდო მოიპოვა

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილმა ფილმმა – “მეორეხარისხოვანი როლი” – როტერდამის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური ჯილდო და FIPRESCI-ის ჯილდო მოიპოვა.

„მეორეხარისხოვანი როლი“ მოგვითხრობს ქართული კინოს ოდესღაც ცნობილ ვარსკვლავზე – ნიაზ ნინუაზე, რომელიც უცხოეთში დიდი ხნის ცხოვრების შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება. ახალგაზრდა რეჟისორი ქალი მას მეორეხარისხოვან როლზე ეპატიჟება… თვითკრიტიკას გადაჩვეული მსახიობი მეორეხარისხოვანი როლის შეთავაზებას ლამის შეურაცხყოფად იღებს, თუმცა, თანდათანობით, ისე რომ ბოლომდე თავადაც ვერ აცნობიერებს, იწყებს მისთვის უცხო პერსონაჟით დაინტერესებას, ახალი როლით ცხოვრებას და ბოლოს რეჟისორის შეთავაზებას თანხმდება.