მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა გრძელდება. ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგროვებული 25 ქულით ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები ფინალურ ეტაპზეც 5 საუკეთესო გუნდს შორის იასპარეზებს.
გუშინ გუნდური ტურნირის ფინალში საქართველოს ნაკრებიდან ყინულზე პირველი დიანა დევისისა და გლებ სმოლკინს წყვილმა იასპარეზა. 8 თებერვალს თავისუფალი პროგრამით ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი გამოვა, ამავე დღეს იასპარეზებენ ნიკა ეგაძე და ანასტასია გუბანოვა.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება.