ქართულ ჭადრაკს ახალი დიდოსტატი შეემატა

ნიკოლოზ პეტრიაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ წრიულ ტურნირში დიდოსტატის ბოლო ნორმა შეასრულა და საჭირო 2500 რეიტინგსაც გადააბიჯა. ფიდეს უახლოეს კონგრესზე ქართულ ვაჟთა ჭადრაკს ოფიციალურად კიდევ ერთი დიდოსტატი შეემატება. ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურნირში ნიკოლოზმა 9 პარტიიდან 7 ქულა მოაგროვა, ერთპიროვნულად დაიკავა პირველი ადგილი და საკუთარ რეიტინგს 10 ქულა შემატა.