ანსამბლი „რუსთავი“ მიმდინარე წლის თებერვალში დიდ ბრიტანეთში საგასტროლო ტურნეს გამართავს.
ანსამბლის ინფორმაციით, “რუსთავი” შოტლანდიასა და ინგლისში, ტურნეს ფარგლებში გამართავს როგორც კონცერტებს, ასევე სამუშაო შეხვედრებს ქართული მრავალხმიანი სიმღერის შესწავლით დაინტერესებულ ბრიტანულ კოლექტივებთან. სამუშაო შეხვედრებს ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, მიშო ჯავახიშვილი გაუძღვება.
აღნიშნული პროექტი ემსახურება ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას.
კონცერტები და სამუშაო შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში: გლაზგო, მანჩესტერი, ოქსფორდი, ბრისტოლი, კრედიტონი, კარდიფი, ლონდონი და ჰასტინგსი.
ანსამბლი „რუსთავი“ საგასტროლო ტურში 12 თებერვალს გაემგზავრება.