დიასპორული ორგანიზაცია Cultura Diaspora Georgiana ესპანეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს:
„ძვირფასო თანამემამულეებო!
❗️ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება არალეგალური ემიგრანტების ლეგალიზაციის შესახებ.
ჩვენი დიასპორული ორგანიზაცია თანამშრომლობს გამოცდილ იურისტებთან და მზად არის დაგეხმაროთ საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენაში.❗️
🇬🇪 ასევე, ბევრ მოქალაქეს სჭირდება სხვადასხვა სახის საკონსულო მომსახურება.
ვინაიდან ალიკანტეს და ვალენსიის პროვინციები ექვემდებარება ბარსელონას გენერალურ საკონსულოს, საკონსულო ვიზიტის დასაგეგმად აუცილებელია მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის შეკრება.
❗️❗️მსურველებმა მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, რათა დროულად დაინიშნოს საკონსულო ვიზიტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.