ბულგარეთი ახალგაზრდებს შორის ხმლით ფარიკაობის მსოფლიოს თასს მასპინძლობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ალექსანდრე თავართქილაძემ.
ნახევარფინალი ქართველმა სპორტსმენმა იტალიელ მოფარიკავესთან დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა.
მსოფლიოს თასზე 247 ახალგაზრდა მოფარიკავე ასპარეზობს.