ალექსანდრა კუვაევა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია

თბილისში მიმდინარე ხმლით ფარიკაობის მსოფლიოს თასსზე ახალგაზრდებს შორის ტურნირის ჩემპიონი ალექსანდრა კუვაევა გახდა.

ალექსანდრა კუვაევამ ფინალში რუმინელ მეტოქეს ანგარიშით 15:11 სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

იუნიორ გოგონათა შორის ხმლით  ფარიკაობაში მსოფლიო თასის ჩემპიონ-პრიზიორები გახდნენ:

🥇ალექსანდრა კუვაევა(საქართველო)🇬🇪

🥈ამალია სოვალიუ(რუმინეთი) 🇷🇴

🥉სოფია ნოვიკოვა(რუსეთი)🇷🇺

🥉კარმენ ვულუსი(საფრანგეთი)🇫🇷