ქეთი ზირაქაშვილი PEFOX-ს საინვესტიციო ანალიტიკოსის პოზიციაზე შეუერთდა

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ქეთი ზირაქაშვილი შეუერთდა ბრიტანულ საინვესტიციო – საკონსულტაციო კომპანია PEFOX-ს საინვესტიციო ანალიტიკოსის პოზიციაზე.

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, მისი ძირითადი ფოკუსი იქნება მეორადი ბაზრების გარიგებები (Secondary Market Deals) და ექნება შესაძლებლობა იმუშაოს ისეთ LP-ებთან, როგორებიცაა Blackstone, Apollo, Berkshire, Brookfield, Bain Capital და სხვა.

ქეთი ჯერ დისტანციურად შეუერთდა გუნდს, ხოლო უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდგომ აქვს შეთავაზება, რომ შეუერთდეს კომპანიის დუბაის ან ლონდონის ოფისს ადგილზე სამუშაოდ.