თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამი სტუდენტი, იტალიაში – სიცილიის ქალაქ ჯიბელინაში (Gibellina), საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციაში მიემგზავრება.
Gibellina 2026 Residency – ღია კონკურსის გამარჯვებულებად დასახელდნენ:
- მარიამ მეიშვილი (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულება, II კურსი);
- მარიამ ქურდაძე (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ფერწერის მიმართულება, III კურსი);
- ელისაბედ დიასამიძე (დიზაინის ფაკულტეტი, მხატვრული კერამიკის მიმართულება, MA II კურსი);