მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ლიზი შტააძე სწავლას ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე Research and Innovation in Higher Education-ის მიმართულებით აგრძელებს.
მან Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსება მოიპოვა, რომლითაც დაფინანსებულია მისი როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯები.
თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, ლიზი სწავლას დაიწყებს ავსტრიაში, University for Continuing Education Krems-ში, შემდეგ კი ფინეთში, University of Tampere-ში გააგრძელებს, სწავლის მესამე სემესტრს ჩინეთში, Beijing Normal University-ში ან ინდოეთში, Thapar Institute of Engineering and Technology-ში გაატარებს. ლიზი გეგმავს, რომ ბოლო სემესტრი გაიაროს გერმანიაში, Osnabrück University-ში.