რიგაში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2, დასრულდა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ტურის პირველი მატჩი ლატვიის წინააღმდეგ გამართა და შეხვედრა ანგარიშით 4:0 დათმო, მომდევნო მატჩს კი 28 იანვარს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს.
უეფას ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში იმართება.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს.