2026 წელი კომაროვის სკოლისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გამორჩეულად წარმატებულად დაიწყო – სკოლამ ერთდროულად იზეიმა როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგების მნიშვნელოვანი გამარჯვება.
ჟაუტიკოვის სახელობის რიგით 22-ე საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართა. წელს ინტელექტუალურ შეჯიბრებაში მონაწილეობა 16 ქვეყნის 700-მდე მოსწავლემ მიიღო და ოლიმპიადა მაღალი კონკურენციის პირობებში წარიმართა. კომაროვის სკოლის მოსწავლეები სამშობლოში 9 მედლით დაბრუნდნენ, ხოლო მასწავლებლებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის, ხოლო ტრენერთა ლიგაში 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
“კომაროვის სკოლის მოსწავლეები სამშობლოში 9 მედლით დაბრუნდნენ. ტურნირი, როგორც გუნდურ, ასევე, ინდივიდუალურ შეჯიბრებას მოიცავს. წლევანდელი ჟაუტიკოვის ოლიმპიადის პრიზიორი კომაროველები არიან:
ცოტნე გიორგაძე – ოქროს მედალი
ნიკოლოზ მელიქიშვილი – ვერცხლის მედალი
საბა ფერაძე – ვერცხლის მედალი
ირაკლი შეროზია – ვერცხლის მედალი
სანდრო ჟღენტი – ვერცხლის მედალი
მირზა შანიძე – ვერცხლის მედალი
ირაკლი მექვაბიშვილი – ბრინჯაოს მედალი
ინდივიდუალურ შეჯიბრებაში პრიზები გადაეცათ:
საბა გოდუაძე – ვერცხლის მედალი
ანდრია ვასაძე – ბრინჯაოს მედალი
კომაროვის სკოლის გუნდს ჟაუტიკოვის სახელობის ოლიმპიადაზე ხელმძღვანელობდნენ ივიკო კობაიძე და თეიმურაზ კალატოზი, რომელთა წვლილი მიღებულ შედეგებში უმნიშვნელოვანესია.
მოსწავლეთა წარმატების პარალელურად კომაროვის სკოლის პედაგოგებმა ღირსეული გამარჯვება – მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა რიგით VII საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვეს.
მასწავლებლებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის, ხოლო ტრენერთა ლიგაში 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირი ყაზახეთის განათლების სამინისტროსა და ალმატის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე სკოლის 200-ზე მეტმა პედაგოგმა და საგნობრივი წრის ხელმძღვანელმა. გამარჯვებული პედაგოგები და წრის ხელმძღვანელები არიან:
ივანე კვიტაშვილი – მათემატიკის პედაგოგი, ოქროს მედალი
ლერი ბანცური – მათემატიკის პედაგოგი, ოქროს მედალი
თეიმურაზ კალატოზი – ფიზიკის პედაგოგი, ოქროს მედალი
ვახტანგ კურცხალია – ფიზიკის პედაგოგი, ვერცხლის მედალი
გიორგი ლომიძე – ფიზიკის პედაგოგი, ვერცხლის მედალი
ტრენერთა ლიგა – გიორგი გრიგოლია – ბრინჯაოს მედალი!”, – ნათქვამია სკოლა – პანსიონი კომაროვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.