საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა. მათ ბოლო მატჩი საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს. შეხვედრა საფრანგეთის გამარჯვებით, ანგარიშით 16:13 დასრულდა.
საქართველოს წყალბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდედ იასპარეზა. ქართველი წყალბურთელები F ჯგუფის ბოლო მატჩში თურქეთს დაუპირისპირდნენ და 14:11 სძლიეს, რითაც ევროპის საუკეთესო ათეულში ადგილი გაინაღდეს.