თამარ ქავთარაძე სწავლას Montpellier Business School (MBS)-ში განაგრძობს

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თამარ ქავთარაძე სწავლას, ერთი წლით, Montpellier Business School (MBS)-ის საერთაშორისო ბიზნესის საბაკალავრო პროგრამაზე აგრძელებს.

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან საგნებს საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით, მათ შორის, სტრატეგიულ მენეჯმენტს, საერთაშორისო მარკეტინგს, კორპორაციულ ფინანსებს, ადამიანური რესურსების მართვას და სხვა პრაქტიკულ მოდულებს, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტის მომზადებას გლობალური ბიზნესს გარემოსთვის.

თამარმა გაიმარჯვა კონკურსში და მოიპოვა უნივერსიტეტის სტიპენდია, რაც მოიცავს სწავლის სრულად დაფინანსებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას ცხოვრების ხარჯების დასაფარად.