ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრები დაამარცხა

ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი თურქეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 14:11 დაამარცხა.

ქართველმა წყალბურთელებმა გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით მეოთხედში მოიპოვეს და ევროპის ჩემპიონატზე  მეორე გამარჯვება იზეიმეს.

საქართველოს ნაკრები ბელგრადში კიდევ ერთ მატჩს გამართავს – მე-9 ადგილის დასაკავებლად ქართველი წყალბურთელები 22 იანვარს, 18:15 საათზე საფრანგეთს დაუპირისპირდებიან.