თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – ქანდაკების მიმართულების სტუდენტები, იოსებ ტატალაშვილი და იასონ ჯანხოთელი (პედაგოგი ნოდარ როსტიაშვილი), ჩინეთში, ქალაქ ხარბინში თოვლის ქანდაკების ფესტივალში მონაწილეობდნენ.
სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა, განსაკუთრებული იდეისა და შესრულებისათვის საპრიზო ადგილი მოიპოვეს.