ანასტასია კირთაძე 2200 -მდე სარეიტინგო  კატეგორიის გამარჯვებულთა შორისაა

ევროპის საჭადრაკო კავშირის (ECU) ქალთა ჭადრაკის კომისიამ სამი წლის წინ დააანონსა „ევროპის ქალთა საჭადრაკო თასი“ (European Women’s Chess Trophy) — ინიციატივა, რომლის მიზანია ევროპაში ქალთა ტურნირებში აქტიურად მონაწილე ქალებისა და გოგონების ფინანსური წახალისება. პროექტს მხარს უჭერს FIDE Development Fund.

 2025 წლის გამარჯვებულები გამოცხადდნენ შემდეგ ოთხ კატეგორიაში:

  • იუნიორები U20
  • რეიტინგი U2200
  • რეიტინგი 2201–2400
  • რეიტინგი 2400+

ანასტასია კირთაძე 2200 -მდე სარეიტინგო  კატეგორიის გამარჯვებულთა შორისაა!

ანასტასია კირთაძე