შვედეთის ქალაქ მალმეში მიმდინარე 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთში, E ჯგუფის მატჩებში, საქართველოს ნაკრები ხუთგზის ევროპის ჩემპიონს, შვედეთს, დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 38:29 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი ქართველმა ხელბურთელებმა ხორვატებთან ანგარიშით 29:32 დათმეს. ეროვნული ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს 21 იანვარს ნიდერლანდებთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ხელბურთელებმა პირველად 2024 წელს გერმანიაში ითამაშეს.