დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ნიკა ეგაძემ თავისუფალ პროგრამაში ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 91,28 ქულა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, თავისუფალ პროგრამაში კი 181,72 ქულა დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა; ორი პროგრამის ჯამში კი 273 ქულით ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ისტორიული ოქროს მედალი მოუტანეს.
ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში 128,19 ქულა დააგროვა მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ ცეკვებში შეჯიბრება მეექვსე ადგილზე დაასრულა.