ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ პროგრამაში მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში 128,19 ქულა დააგროვა მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სპორტსმენმა მოკლე პროგრამა 56,17 ქულით მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა, ორი პროგრამის ჯამში კი 184,36 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა.

ჩემპიონატის მესამე დღეს რიტმული ცეკვების პროგრამით იასპარეზა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა რიტმულ ცეკვებში 78,67 ქულა დაიმსახურა და მეექვსე ადგილი დაიკავა.