ფიგურულმა მოციგურავე ნიკა ეგაძემ ევროპის ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე მოციგურავე ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში 91,28 ქულა დაიმსახურა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.  თავისუფალი პროგრამით კი ქართველი სპორტსმენი 17 იანვარს წარდგება.

ნიკა ეგაძემ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.