დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს.
წყვილმა მოკლე პროგრამაში 75,96 ქულა დააგროვა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, თავისუფალ პროგრამაში კი 139,80 ქულა დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა; ორი პროგრამის ჯამში კი 215,76 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა.
ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულ წყვილს ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. ვერცხლი მათ 2024 წელს მოიპოვეს, 2025 წელს კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს მოკლე პროგრამაში იასპარეზა ნიკა ეგაძემაც, რომელმაც მოკლე პროგრამაში მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.