ქართული თეატრის დღეს, მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენას თემურ ჩხეიძის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.
იგი იყო „დიდი რეჟისორის, პედაგოგისა და მოაზროვნის, რომელმაც ქართული თეატრი ახალი სიღრმითა და ინტელექტუალური სიზუსტით გაამდიდრა.
ბატონი თემური გამორჩეული იყო, ადამიანების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიყვარულით; მისი სპექტაკლები არა მხოლოდ სცენური მოვლენები, არამედ სულიერი გამოცდილება იყო მაყურებლისთვის.
მისი სიტყვა, ხედვა და ხელწერა დღესაც აგრძელებს ცხოვრებას მსახიობებში, მოსწავლეებში და იმ თეატრალურ სივრცეში, რომელიც მან საკუთარი ყოფნითა და შემოქმედებით ჩამოაყალიბა“, – წერია ინფორმაციაში.