ლაგოდეხელი პედაგოგი, სოფელ გიორგეთის სკოლის მასწავლებელი მაია მერმანიშვილი, დუბაიში მსოფლიო მასშტაბით გამართულ საგანმანათლებლო კონფერენციაზე დააჯილდოვეს როგორც საუკეთესო მასწავლებელი. ინფორმაციას გაზეთი ლაგოდეხი ავრცელებს.
„მაია მერმანიშვილი უკვე 35 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და არაერთი თაობის აღზრდაში აქვს შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. მისი პროფესიონალიზმი, ერთგულება და საქმისადმი სიყვარული საერთაშორისო დონეზეც არაერთხელ დაფასდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მაია მერმანიშვილი ინდოეთშიც დაჯილდოვდა საუკეთესო მასწავლებლის წოდებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მაღალ პროფესიულ დონესა და საერთაშორისო აღიარებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.