ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებულის ნიკა ცაგარელის ნაშრომი სათაურით “Photonics of Topological Magnetic Textures” ჟურნალში Advanced Optical Materials გამოქვეყნდება. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნაშრომში განიხილება ფოტონების ურთიერთქმედება მაგნიტურ წერტილოვან სინგულარობასთან, ანუ ბლოხის წერტილთან. გამოყენებითი მეცნიერების კუთხით, მისი გამორჩეული ტოპოლოგიური ნანომეტრიული მასშტაბი, ასევე ენერგეტიკული მასშტაბის მახასიათებლები მას მონაცემთა შენახვისა და დამუშავებისთვის მიმზიდველ ვარიანტად აქცევს.
“აღნიშნული ჟურნალი ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალია, სადაც ოპტიკურ დიაპაზონში ახალი მასალების თვისებების შესახებ იბეჭდება.
ნაშრომი შესრულებულია პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), ჰალლე ვიტენბერგის უნივერსიტეტის (გერმანია), დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის (გერმანია) და ცინხუას უნივერსიტეტის (ჩინეთი) მონაწილეობით.
ნაშრომის ხელმძღვანელია თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ასოცირებული დეკანი ვახტანგ ჯანდიერი. ასევე, აღსანიშნავია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის რამაზ ხომერიკის წვლილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.