ევროპის ქალთა ჩემპიონატზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 9 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს

8–12 იანვარს, მონტე-კარლოში, მონაკოში  გაიმართება ევროპის ქალთა ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

ჩემპიონატის პროგრამა ელვისებური ჭადრაკის ტურნირით გაიხსნება.

ევროპის ჩემპიონატი ქალთა შორის ელვისებურ ჭადრაკში

9 იანვარი, 2026

შვეიცარიული სისტემა — 13 ტური

დროის კონტროლი: 3 წუთი + 2 წამი თითო სვლაზე

ევროპის ჩემპიონატი ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში

10–11 იანვარი, 2026

შვეიცარიული სისტემა — 11 ტური

დროის კონტროლი: 15 წუთი + 10 წამი თითო სვლაზე

საერთო საპრიზო ფონდი შეადგენს 46,500 ევროს:

  • 15,200 ევრო — ელვისებური ჩემპიონატი
  • 31,300 ევრო — სწრაფი ჩემპიონატი

საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ:

ნინო ბაციაშვილი

ბელა ხოტენაშვილი

მერი არაბიძე

ლელა ჯავახიშვილი

ქეთი წაწალაშვილი

ინგა ჭარხალაშვილი

ანასტასია კირთაძე

სოფიო გვეტაძე

კესარია მგელაძე