„ქართული ღვინოები დაძველებისთვისაა შექმნილი“ – სტატია ამ სათაურით ამერიკულ ონლაინ-გამოცემაში გამოქვეყნდა

„ქართული ღვინოები დაძველებისთვისაა შექმნილი“ – სტატია ამ სათაურით ამერიკულ ონლაინ გამოცემაში “Unicorn Review” ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის “Colangelo & Partners“ მხარდაჭერით გამოქვეყნდა.

სტატიის ავტორი,  ღვინის მწერალი კარისა ჩესანეკი (Carissa Chesanek) ფოკუსირებულია ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციაზე, ქართული უნიკალური ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებასა და ქართული ღვინის დაძველების იდეალურ პირობებზე.

“Unicorn Review“ არის მზარდი აუდიტორიის მქონე ახალი ონლაინ გამოცემა, რომელიც ღვინისა და სპირტიანი სასმელების სიახლეებს უზიარებს ღვინის კოლექციონერებს, სომელიეებს, პროფესიონალებსა და მოყვარულებს.