საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ინფორმაციით, 20–23 დეკემბერს, ქ. ლარნაკაში (კვიპროსი) გაიმართა საერთაშორისო ტურნირი Christmas Cup Larnaca 2025, სადაც 12 ქვეყნის 370 ტანმოვარჯიშე მონაწილეობდა.
ტურნირში საქართველოს ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრი, მწვრთნელი სალომე ბურდილაძე და ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლა, მწვრთნელები სალომე ბურდილაძე, ასმათ ჯაფარიძე წარადგენდა
„ჩვენი ტანმოვარჯიშეები ღირსეულად გამოვიდნენ და ასეთი შედეგი დადეს:
🥇 ეველინა გულიევა – ბურთით ვარჯიში
🥉 ნია ტყებუჩავა – ბურთით ვარჯიში
🥉 კატო გვრიტიშვილი – რგოლით ვარჯიში
🥉 ლიზი დოლიძე – ბურთით ვარჯიში
🥉 ნატალი ბაქრაძე – ბაფთით ვარჯიში
🥇🥈 ანა დევრისაშვილი – ბურთითა და ბაფთით ვარჯიში
🥇🥇 ონელმა ანა ჭელიძემ უსაგნოდ და ბურთით ვარჯიშში ორი ოქრო მოიპოვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.