დადიანების სასახლე მასპინძლობს საახალწლო გამოფენას – შობა-ახალი წელი უფლისწულის სასახლეში „მასპინძლობს საფრანგეთიდან დაბრუნებულ საგანძურს“

დადიანების სასახლე მასპინძლობს საახალწლო  გამოფენას – შობა-ახალი წელი უფლისწულის სასახლეში „მასპინძლობს საფრანგეთიდან დაბრუნებულ საგანძურს“.

 „გამოფენაზე იხილავთ XIX საუკუნის ხელოვნების ნიმუშებს, კერძოდ, ფრანგული წარმოების ფაიფურის, ფაიანსის, ფრაჟეს კოლექციებს, სპეციალურად დადიანების ოჯახისთვის დამზადებულს, სხვადასხვა საიმპერატორო და სამეფო სახელოსნოებში.

პირველად გამოიფინება დავით დადიანის მონოგრამით დამშვენებული სადილის ნაკრები, რომელიც მიმდინარე წელს იქნა შეიძინა დადიანების მუზეუმმა. ნაკრები დამზადებულია მე-20 საუკუნის დასაწყისში, პარიზში, ლიმოჟეს ქარხანაში, ბაბუის, დავით დადიანის პატივსაცემად, მისი შვილიშვილის სალომე ნიკოს ასული დადიანის მიერ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უფლისწულ ნიკო დადიანის დაკვეთით, საფრანგეთში დამზადებული, სალომე და აშილ მიურატების სადილის ნაკრები, დამღით – “SA” და ეკატერინე ჭავჭავაძის კუთვნილი ფაიფურის, მოხატული თეფში, რომლებზეც თევზებია გამოსახული.

ასევე წარმოგიდგენთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით რესტავრირებულ ნივთებს, რომელიც რესტავრირდა ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის ლაბორატორიაში“, – ნათქვამია დადიანების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა 2026 წლის 27 იანვრამდე გასტანს.

დადიანების სასახლე