კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში, მეორე სათამაშო დღეს ქალებმა კვლავ 4 ტური ითამაშეს.
8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 6,5 ქულით ორი მოჭადრაკე ლიდერობს — ჟუ ჟინერი (ჩინეთი) და კონერუ ჰამპი (ინდეოთი).
წარმატებით ასპარეზობენ და ლიდერებს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩებიან ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მერი არაბიძემ მეხუთე ტურში ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ჟუ ვენჟუნი დაამარცხა.
ვაჟებმა ქალებისგან განსხვავებით ერთი ტურით მეტი ითამაშეს და 9 ტურის შემდეგ ჩემპიონატს ორი ლიდერი ჰყავს: ვლადისლავ არტემიევი და ჰანს ნიმანი – 7,5 ქულით.