კატარში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით ტარდება და დღეს სწრაფი ჭადრაკის პარტიები გაიმართა. ვაჟებმა 5 ტური ითამაშეს, ხოლო ქალებმა 4.
ქალთა შორის, 4 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს დანაკარგის გარეშე ლიდერობს ჩინელი ჟუ ჟინერი.
ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზე იმყოფება, ნინო ბაციაშვილი, რომელმაც მე-4 ტურში შავებით ჰარიკა დრონავალთან ყაიმით დაასრულა შეხვედრა.
3-3 ქულა აქვთ ასევე ბელა ხოტენაშვილს და მერი არაბიძეს.
ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:
ნინო ბაციაშვილი – 3,5 ქულა
ბელა ხოტენაშვილი, ნანა ძაგნიძე, მერი არაბიძე – 3 ქულა;
ინგა ჭარხალაშვილი – 2 ქულა
ანასტასია კირთაძე , კესარია მგელაძე – 1,5 ქულა.
ვაჟთა შორის 4,5 ქულით ერთბაშად 5 მონაწილე დაწინაურდა:
მაგნუს კარლსენი, არუნ ერიგასი, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი, ვლადისლავ არტემიევი, დ. გუკეში.
ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:
გიგა ყუფარაძე – 3 ქულა;
ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია – 2,5 ქულა.