კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ქართველი მოჭადრაკეები წარმატებით ასპარეზობენ

კატარში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით ტარდება და დღეს სწრაფი ჭადრაკის პარტიები გაიმართა. ვაჟებმა 5 ტური ითამაშეს, ხოლო ქალებმა 4.

ქალთა შორის, 4 ტურის შემდეგ,  სატურნირო ცხრილს  დანაკარგის გარეშე ლიდერობს ჩინელი ჟუ ჟინერი.

ლიდერს  ნახევარი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზე იმყოფება, ნინო ბაციაშვილი,  რომელმაც მე-4 ტურში შავებით ჰარიკა დრონავალთან  ყაიმით დაასრულა შეხვედრა.

3-3 ქულა აქვთ ასევე ბელა ხოტენაშვილს და მერი არაბიძეს.

ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:

 ნინო ბაციაშვილი –  3,5 ქულა

 ბელა ხოტენაშვილი,  ნანა ძაგნიძე,  მერი არაბიძე –  3 ქულა;

ინგა ჭარხალაშვილი – 2 ქულა

 ანასტასია კირთაძე , კესარია მგელაძე – 1,5 ქულა.

ვაჟთა შორის 4,5 ქულით ერთბაშად 5 მონაწილე დაწინაურდა:

მაგნუს კარლსენი, არუნ ერიგასი, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი, ვლადისლავ არტემიევი, დ. გუკეში.

ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:

გიგა ყუფარაძე – 3 ქულა;

ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია – 2,5 ქულა.