არიან ქართველები, ვისაც ჩვენთან მარტო სახელით ახსენებენ და ცნობენ. ეს ამ ადამიანების მიმართ გამოხატული გულწრფელი სიყვარულია. მათ შორისაა, ნიჭიერი მსახიობი, დღეს უკვე რეჟისორი, ცუცა კაპანაძე, უბრალოდ, ცუცა...
უკვე 19 წელია, რაც ამერიკაშია, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით შეძლო და არ გადა-სხვა-ფერდა, პრიორიტეტებიც არ შეეცვალა და წლებია, თავის საყვარელ საქმეს ემსახურება. მის არტისტულ, (არა მხოლოდ კომედიურ) ნიჭს ფართო ასპარეზი ამერიკაში მიეცა, ამის გარდა, სხვადასხვა ქვეყნის ქართულ თეატრებშიც აქტიურად იწვევენ.
რაც შეეხება, მის საბავშვო თეატრს, იქ ემიგრანტი ბავშვების უკვე მესამე თაობა აღზარდა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თუკი დღეს, ნიუ-იორკში დაბადებული პატარები მშობლიურ ენაზე საუბრობენ და მღერიან, უყვართ თავისი ქვეყანა და ქართული კულტურა, ეს მისი დამსახურებაცაა.
– თავიდანვე ვიტყვი, რომ ჩემთვის პატარებთან მუშაობა ერთი დიდი სიამოვნებაა. ჩემს საბავშვო თეატრში სამიდან ათ წლამდე ასაკის ბავშვები მყავს. ახლა მესამე თაობას ვზრდი. პირველი და მეორე თაობა ქალბატონ ლიკა ბახტურიძეს გადავულოცე. საოცარი ბავშვები არიან, განსაკუთრებით პირველი თაობა, რომლებმაც თითქმის ნახევარი ევროპა მოიარეს და სპექტაკლებით საქართველოშიც იყვნენ ჩამოსული. ასევეა მეორე თაობაც, ისინიც განსაკუთრებულები არიან. მათში ჩადებული მუხტის გამო ეს ბავშვები საოცარ ენერგიას მაძლევენ.
– პატარა ემიგრანტებთან მუშაობა, პირველ რიგში, ალბათ იმისთვისაა საჭირო, რომ მათ სულიერი კავშირი არ გაწყვიტონ სამშობლოსთან. ალბათ რეპერტუარსაც ამის მიხედვით არჩევ..
– დიახ, პირველ რიგში, მთავარია, რომ ეს ბავშვები სულიერად არ მოსწყდნენ სამშობლოს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვებმა ქართულად ისაუბრონ და იკითხონ. მინდა ვახსენო, რომ ქართულისა და ისტორიის არაჩვეულებრივი პედაგოგი, ნინო გაგნიძე ჰყავთ. რაც შეეხება, თეატრის რეპერტუარს, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართული ანბანი პატარებს სიმღერით შევასწავლე. ამისთვის დავდგი სპექტაკლი, სადაც „ჟოზე და მეგობრების“ ცნობილ სიუჟეტში გავაერთიანე ქართული ანიმაციური ფილმები და ჩვენი ანბანი ასე ისწავლეს.
– ვიცი, რომ ქართულ პიესაზე მუშაობ…
– საინტერესოა, რამდენად კარგად იგებენ ამერიკაში დაბადებული ბავშვები მათთვის აბსოლუტურად განსხვავებულ თემებსა და იმდროინდელ ამბებს?
– თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერს ძალიან კარგად იგებენ. საოცარი იუმორი აქვთ. როცა ტექსტებს ვუკითხავდი სიცილით იხოცებოდნენ. მათ გურული აქცენტით საუბარს ვასწავლი და ტექსტებსაც აქვე, რეპეტიციებზე ითვისებენ. ვიცი, რომ პრემიერაზე ყველაფერს კარგად შეასრულებენ. მოკლედ, ყველანაირად ვცდილობ, რომ ეს ბავშვები ამერიკაში ქართველებად გავზარდო. წლების მერე საერთოდ თუ არ დაბრუნდებიან საქართველოში, თავისი ქვეყანა და ყველაფერი ქართული მაინც ეყვარებათ. ძალიან მიხარია, რომ მათი მშობლები ბავშვების საქართველოში ჩაყვანას ყოველ ზაფხულს ახერხებენ. იქიდან ჩამოსულები გამართული ქართულით მეტყველებენ.
– რა გასწავლა უცხოეთში ცხოვრებამ, რაიმე შეცვალა შენში?
– კითხვა, რომელზე პასუხიც ალბათ ბევრს აინტერესებს: როდის დასრულდება შენი ემიგრაცია?
– ვფიქრობ, ძალიან მალე დასრულდება. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემს ქვეყანას და ხალხს ძალიან მალე ჩავეხუტები. როდესაც საქართველოში ჩემი ამ გადაწყვეტილების შესახებ გაიგეს სამშენებლო კომპანიამ „დეკა დეველოპმენტი -(Deka Development –Tbilisi)“ თავისი პროექტის ფარგლებში, რომელიც ყველა ემიგრანტს, ვინც სამშობლოში დაბრუნებას აპირებს, ბინას აჩუქებს ძალიან გამახარა. 2023 წელს, ამ კომპანიამ თბილისში, დიდ დიღომში, სრულიად გარემონტებული ბინა გადმომცა.
– როგორ გაიგე ეს ამბავი?
– საქართველოში ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მოყოლებული, საკმაოდ წარმატებული იყავი, იმ წლებიდან ყველაზე ხშირად ვის და რას იხსენებ?
– პირველ რიგში, მადლიერი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდიის „მოდი ნახე“ და ჩვენი რეჟისორის, ბატონი ნუგზარ ბუცხრიკიძის. ჩემი სტუდენტობის დროს ამ თეატრის დახმარებით მსოფლიოს სამჯერ შემოვუარეთ. მაშინ ბევრი რამ ვნახე და ვისწავლე. ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წლები იყო მანამ, სანამ ჩემი მშობლები ამ ქვეყანას დატოვებდნენ. ჩემი მამიკო 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, ერთი წლის მერე დედაც დავკარგე. მაშინ მივხვდი, რომ მე გავიზარდე, რადგან 40 წლამდე ბავშვი ვიყავი. როცა მშობლები მიდიან, უცებ იზრდები და გრძნობ, რომ ხელს ვეღარავინ ჩაგჭიდებს და როცა წაიქცევი, არავინ წამოგაყენებს. თუმცა, კარგია, თუკი ადამიანი შეძლებს და გულით დიდი და კეთილი ბავშვი რჩება.
– თვლი, რომ ასაკი ციფრებია?
– ნამდვილად ვთვლი, რომ ადამიანებს ასაკი მხოლოდ ციფრებით გვემატება! მე შევძელი და დავრჩი ბავშვი, რომელიც „დიდობანას“ თამაშობს. ჩავიხედოთ ჩვენს გულში და მივხვდებით, რომ ალბათ, ყველა ასე ვართ. უბრალოდ, მერე ჩვენს ცხოვრებაში სხვა პასუხისმგებლობები ჩნდება ხოლმე. ყველაზე კარგია, თუკი გულით დარჩები დიდი, კეთილი ბავშვი.
– ფაქტია, შენ ეს შეძელი…
– მგონი, შევძელი და ეს ყველაფერში მეხმარება. თუკი გულით ისევ ბავშვი რჩები, ცხოვრებაც უფრო ლამაზია და ყველანაირად ცდილობ, რომ ადამიანებს სიკეთე გაუკეთო. როცა სიკეთეს აკეთებ მაშინ შენც ბედნიერი ხარ, რადგან შეძელი და ვიღაც გააბედნიერე. რადგან მე ისევ ბავშვობაში ვარ, ძალიან მინდა, რომ ერთ ახალ წელს ლაპლანდიაში წავიდე და სანტასა და ელფებთან ერთად ვიმოგზაურო. ამას წელს ვერ ვახერხებ, მაგრამ ჩავიფიქრებ, რომ მომავალ წელს აუცილებლად წავიდე…
თეონა გოგნიაშვილი