დღეიდან, დოჰაში, კატარში, 9-წლიანი პაუზის შემდეგ სტარტს აიღებს მსოფლიო პირველობა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს საჭადრაკო სამყაროს ელიტა, ხოლო მისი საპრიზო ფონდი €1,000,000-ზე მეტია, რაც ასპარეზობას კიდევ უფრო დიდ ინტერესს სძენს.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირი გაიმართება ‘ღია’ კატეგორიაში და ქალთა შორის – როგორც სწრაფ, ისე ელვისებურ ფორმატში.
ფორმატი: შვეიცარიული სისტემა
სწრაფი ჭადრაკი (26–28 დეკემბერი):
- ვაჟები – 13 ტური
- ქალები – 11 ტური
ელვისებური ჭადრაკი (29–30 დეკემბერი):
- ვაჟები – 19 ტური
- ქალები -15 ტური
ელვისებურ ჭადრაკში 4 საუკეთესო ნახევარფინალსა და ფინალში გაარკვევს ჩემპიონს.
საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ:
ქალები:
ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ინგა ჭარხალაშვილი,კესარია მგელაძე, ანასტასია კირთაძე.
ვაჟები:
ბაადურ ჯობავა, გიგა ყუფარაძე, ლევან ფანცულაია.