საქართველოს ხელოვნების სასახლემ უცხოეთში ქართველი ემიგრანტებისგან გამორჩეული მინიატურა შეისყიდა

საქართველოს ხელოვნების სასახლემ უცხოეთში ქართველი ემიგრანტებისაგან გამორჩეული მინიატურა შეისყიდა. – ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.

“სპილოს ძვალზე შესრულებულ მინიატურაზე თეიმურაზ ბატონიშვილის მეუღლე ელენე ოთარის ასული ამილახვარია ასახული. დიდი ვირტუოზულობით შექმნილი ნახატი, 1813 წლით თარიღდება და მისი ავტორი ცნობილი მინიატურისტი მ. ზაცეპინია”, – წერს გიორგი კალანდია.

საქართველოს ხელოვნების სასახლე