23 დეკემბერს ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ დასკვნითი კონცერტი გაიმართება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, 23 დეკემბერს, 19 საათზე, მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ დასკვნითი კონცერტი – საფორტეპიანო მუსიკის საღამო გაიმართება.

სოლისტი – კაცუნორი იში (იაპონია)

პროგრამა:

I განყოფილება:

ფრანც შუბერტი – ფანტაზია დო მაჟორი, D.605A (“Grazer Fantasie”)

მორის რაველი – სონატინა, M.40

მორის რაველი – ვალსი

II განყოფილება

ფრანც შუბერტი – ოთხი ექსპრომტი, D. 935

‘კაცუნორი იში იაპონიის 59-ე მუსიკალურ კონკურსის III პრემიის, რობერტ კაზადეზიუსის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის IV პრემიისა და ჰამამაცუს საერთაშორისო საფორტეპიანო აკადემიის კონკურსის I პრემიის მფლობელია.

როგორც სოლისტი, თანამშრომლობს მსოფლიოში სახელგანთქმულ ორკესტრებთან და ასევე, სისტემატურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ფესტივალებში, როგორც პიანისტი, ისე – პედაგოგი. სხვადასხვა წელს, კაცუნორი იში, ჟიურის წევრის სტატუსით იყო მიწვეული არაერთ საერთაშორისო კონკურსზე. 2006 წლიდან, იგი ჰამამაცუს საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის აღმასრულებელი კომიტეტისა და ექსპერტთა საბჭოს წევრია.

პიანისტის დისკოგრაფია მოიცავს: შუბერტის ექსპრომტებს, D.935; მუსორგსკის “სურათები გამოფენიდან”; და კომპაქტ-დისკს, სახელწოდებით Words of Love, რომელიც აერთიანებს გრანადოსის, სტრავინსკისა და შუბერტის ნაწარმოებებს.

ამჟამად, კაცუნორი იში ტოკიოს მუსიკის კოლეჯის პროფესორია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.