საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 19-21 დეკემბერს, წიგნის ფესტივალი იმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნის საახალწლო ფესტივალის მიზანია საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველა ასაკის ადამიანი შეიკრიბება წიგნის გარშემო, საახალწლო გარემოში.
სტუმრებს დახვდებათ: მხატვრული, საბავშვო, სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურა დიდი ფასდაკლებით, სასაჩუქრე პაკეტები.
სამდღიანი პროგრამა სავსეა ბავშვებისა და უფროსებისთვის განკუთვნილი აქტივობებით:
თოვლის პაპა, სახეზე ხატვა, ანიმატორები, ვიქტორინები, კონკურსები, სახალისო ვორკშოპები,ნთემატური ლექციები.
ფესტივალი ასევე აღნიშნავს 10 წლის იუბილეს — სტუმრებს დახვდებათ სადღესასწაულო ტორტი.
ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო და თბილისის მერია.